ნარაზენსა და შამადელაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენისა და შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.

შამადელაში გაზიფიცირდება 136 ოჯახი, ნარაზენში კი 852. უახლოეს მომავალში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება ოდიშში, საჭურღულიოს უბანში, სადაც გაზს 45 ოჯახი მიიღებს.

აგრეთვე, გაზმომარაგების დაპროექტების სამუშაოები მიმდინარეობს ჭკადუაშის, ჯიხაშკარის, ყულიშკარისა და ალერტკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჯამში გაზიფიცირებულია 38 ადმინისტრაციული ერთეული.

მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან განთავსებულ 10 ადმინისტრაციულ ერთეულში: განმუხურში, ანაკლიაში, კოკში, ხურჩაში, ორსანტიაში, შამგონაში, რუხში, ნაწულუკუში, რიყესა და ტყაიაში – ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე (შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობასა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთი ხელსაწყოს დაერთებას) უფასოდ მიერთება განხორციელდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი