ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ ორ მცირეწლოვანს COVID_19 დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კოვიდ 19-ზე 86 პაციენტს უტარდება კვლევა, მათგან 45 ტესტის პასუხი ცნობილია, საიდანაც ორს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. ორივე არასრულწლოვანია, ისინი ე.გ თეთრიწყაროს კლასტერიდან არიან და ანაკლიის საკარანტინე ზონაში იმყოფებოდნენ. ერთი 4 წლისაა, მეორე 7-ს. მცირეწლოვნების დედას ვირუსი არ დაუდასტურდა.

ზუგდიდის საზოგადოებროვი ცენტრის ინფორმაციით, პატარებს სამკურნალოდ, დედასთან ერთად თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანენ.

ამ დროის მონაცემებით, სამეგრელო ზემო- სავნეთის რეგიონში, COVID_19-ზე 883 პირი იქნა გამოკვლეული. აქედან 385 სამედიცინო პერსონალია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი