საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 610 – მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 497 პირი.
ინფორმაციისთვის, 610 ადამიანიდან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.