11 მაისიდან თბილისში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება

11 მაისიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვები შემოსვლის და გასვლის თვალსაზრისით მოიხსნება, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში. ამასთან, 18 მაისიდიდან მარნეული სრულად გაიხსნება.

გიორგი გახარიას განცხადებითვე, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა არ ნიშნავს კომენდანტის საათის გაუქმებას და ის  ქვეყნის მასშტაბით კვლავ ძალაშია. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი