ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს, რომელიც კორონავირსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნიათაა შექმნილი.

8 მაისს კორონავირუსზე ტესტირება 33 ადამიანმა გაიარა, 4 მათგანის ტესტირების პასუხი ინფექციაზე დადებითი აღმოჩნდა.

ამ ეტაპზე სოხუმში  მდებარე სასტუმრო “აიტარში” მოწყობილ საკარანტინო ზონაში უცხოეთიდან დაბრუნებული 209 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი