დღეიდან თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა

დღეიდან, თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი