განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
რეგისტრაცია 11 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში; მშობელი სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.