სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს დაამარცხა კორუფცია – ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია.

„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს, ნამდვილად შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია. მეორე მხრივ, მას ძლიერი კავშირები აქვს ინვესტორებთან. ჩვენ განვიხილეთ საპენსიო რეფორმა და უკვე დროა, ის უკრაინაში განვახორციელოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი