18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ გარკვეული ეტაპები დაჩქარდეს.

„ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი