პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის იწყალებს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს.

„პრეზიდენტის ამ უფლებაზე არავინ არ უნდა საუბრობდეს, მით უმეტეს არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შედეგის საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობა არ მიმიღია და ინფორმირებული არ ვყოფილვარ. მიმაჩნია პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი განიხილებოდეს საკონსტიტუციო შეთანხმების ფარგლებში. ეს შეწყალება არ ეფუძნება ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი