ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 21 პირი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 21 პირია.

რეგიონში 182 პირი რჩება თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია უკვე მოეხსნა 920 მოქალაქეს.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებამ გუშინ აიღო 111 ნიმუში, რომლებიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოიკვლიეს. შედეგად, 110 პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, ერთი კი დადებითი. ინფიცირებული 42 წლის მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი