ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ ხუთ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.
„ჩვენს კლინიკაში მოთავსებული ხუთი პაციენტის სინჯი გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისთვის. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. ესენი არიან: 70 წლის მამაკაცი სოფელ პატარა ფოთიდან, 80 წლის ქალი ფოთიდან, წლინახევრისა და ოთხი წლის გოგონები ფოთიდან, ასევე შვიდი თვის გოგონა ლანჩხუთიდან“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.