საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 24 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 702 შემთხვევა არის დადასტურებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 24-ით გაიზარდა და 456 შეადგინა.

ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსით მკურნალობს სულ 234 მოქალაქე. საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პისიარტესტით (PCR) პირველადი ტესტირება უკვე ჩაუტარდა სულ 40 711 პირს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი