ფოთში გამოკვლეულ 24 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთიდან კორონავირუსზე მიზნობრივი კვლევის ფარგლებში ლაბორატორიაში გაგზავნილი საბაჟოს 24 თანამშრომლის ანალიზის პასუხები უარყოფითია.

როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განაცხადა, გამოკვლევა „პისიარ“ მეთოდით ჩატარდა.

„საბაჟოს თანამშრომელთა ნაწილის ანალიზის პასუხები ცნობილია და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა. დღეს დამატებით 24 ანალიზის პასუხი შევიტყვეთ და ყველა უარყოფითია. პროცესი პრევენციული მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი