ნიკოლოზ ბასილაშვილი რეპუტაციის შელახვისთვის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, თუკი ბასილაშვილის ბრალდება სასამართლოში არ დადასტურდება, სპორტსმენი შელახული რეპუტაციის აღდგენისთვის სამართლებრივ დავას დაიწყებს.

„თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება არ დაუდასტურდება და ის გამართლდება, ჩვენ დავიწყებთ დავას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რათა აღვადგინოთ ნიკოლოზ ბასილაშვილის შელახული რეპუტაცია“, – განაცხადა ჭკადუამ.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი