რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს დღეს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი დატოვებს.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, ორივე პაციენტს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა და ორივე პასუხი უარყოფითია.
აღნიშნული პირები კარანტინის სივრცეში გადავლენ, სადაც მათ კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტი კორონავირუსზე. ორივე პაციენტი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერია. ისინი რუხის კლინიკაში 11 მაისიდან მკურნალობდნენ.
ამ დროისთვის რუხის კლინიკაში სულ 24 პაციენტია, მათ შორის 11 რჩება „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით. დანარჩენები კი, სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების ნიშნებით შეიყვანეს. მათი მკურნალობის კურსი სტაბილურად მიმდინარეობს.