საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავ კანონპროექტს დღეს განიხილავენ

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტში დღეს განიხილავენ. კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კანონის გამკაცრება და აკრძალვების დაწესება იგეგმება. ცვლილებების შესახებ კანონპროექტს დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისათვის განკუთვნლი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე და ან სხვაგან ისეთი სახით, რაც თამბაქოს პროდუქციას ხილვადს გახდის. ამასთან, თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაში, შესაძლოა ე.წ. ელექტრონული სიგარეტიც განისაზღვროს და შეზღუდვები მის გამოყენებაზეც გავრცელდეს.

“აკრძალვები შეეხება რესტორნებს, სასტუმროებს, კაფე-ბარებს და ასე შემდეგ. ჩვენ კანონში ამ მოთხოვნას ვდებთ, მაგრამ მათ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ვაძლევთ ვადას, რომ ან მოახერხონ და ცალკე მოსაწევი ადგილები გამოყონ ან მოწევა მთლიანად აკრძალონ“, – აცხადებს გუგული მაღრაძე.

დეპუტატმა 13 ივნისის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რაც დიკუსიის საგანი გახდა. საბოოლოდ, ბიუროს წევრები შეთანხმდნენ, რომ მას პარლამენტის ჩვეულებრივი – არადაჩქარებული წესით განიხილავს.

პროექტი დეპუტატ გუგული მაღრაძის მიერაა ინიცირებული, რომლის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი