ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ე.წ. კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის სპეციალური შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, შვიდივე დაინფიცირებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია და ისინი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდნენ.

დაინფიცირებულები გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში დღემდე კორონავირუსის 35 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 27 გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი – გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი