რუხის საავადმყოფოში 9 პაციენტი იმყოფება

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ცხრა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათ შორის ექვსს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

საავადმყოფოს დირექტორის ირაკლი გვაზავას ინფომაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კოვიდინფიცირებული პაციენტების საკონტროლო ტესტირება ხვალ იგეგმება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი