3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 808 შემთხვევაა დადასტურებული.

მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს ქვეყანაში ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამივე მათგანი იმპორტირებულია. მისივე ინფორმაციით, ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

“დღეს მხოლოდ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ ამ დროისთვის იყო 805 დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად 808 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 13-ით, იყო 650 და გახდა 663. ამჟამად, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 132 პაციენტი. ეს დაახლოებით ინფიცირებულების 16%-ია მხოლოდ. ეს სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა სამივე არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული, როგორც ამბობენ. ორი აქედან სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ერთი კარანტინიდან დადასტურებული შემთხვევა. ჩვენი ცენტრის მონაცემებით, ჩვენთან 5 გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებული პაციენტების გამოკლებით, გვყავს 49 დადასტურებული პაციენტი”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი