დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეგულაციის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმდება

დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება – წესის დამრღვევი 50 ლარის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდება.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ჯარიმის გადახდა იმ შემთხვევაშიც მოუწევთ, თუ ტრანსპორტში ყოფნისას პირბადეს არ გაიკეთებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც დახურულ სივრცეში პირბადეს არ გაიკეთებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან.

“პირბადის ტარება ღია სივრცეში არ არის სავალდებულო, შესაბამისად, სპეკულაციები თითქოს ღია სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია, არის ტყუილი. პირბადის ტარება იქნება სავალდებულო დახურულ სივრცეში, ხოლო ვინც არ გაიკეთებს, დაჯარიმდება არა 50, არამედ 20 ლარით”, – განაცხადა დღეს საკომიტეტო მოსმენაზე ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი