ფოთში 59 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 59 მებაჟის ტესტის პასუხები ცნობილია, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდგინდა.

„უკვე მივიღეთ 59 მებაჟის ანალიზის პასუხები. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ამჟამად გაგზავნილი გვაქვს 34 მებაჟის ნიმუში. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი