დაინფიცირებული 3 პირიდან 2 აზერბაიჯანის, 1 კი საქართველოს მოქალაქეა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ სამი პირიდან, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ორი აზერბაიჯანის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დაფიქსირებულია სამი დადებით პასუხი, აქედან ორი არის 60 წლამდე მამაკაცი, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ, საზღვარზე დაფიქსირდა მათთან სწრაფი ტესტით დადებითი პასუხი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს კლინიკაში და ჩვენთან „პისიარ“ კვლევით დადასტურდა კორონავირუსი. ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც დადასტურდა კორონავირუსი. პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი