ზუგდიდში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული 70 წლამდე ასაკის მამაკაცია.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ინფიცირებული პირი ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა და შემოსვლისთანავე გადაიყვანეს კარანტინში.

ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან შვიდი პირი გადაყვანილია კარანტინში და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი