ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტია მოთავსებული. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს.
“ამჟამად, პაციენტს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დამხარება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.