ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება, სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალშობილი. თავად კი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ საავადმყოფოს მიმართა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.