კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 940-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 6596 ადამიანი.

ცნობითვის, ორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 5 შემოტანილია, 1 არის გაჩიანის წყარო და 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი