ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, გასულ 24 საათში COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდა 88 ადამიანს და მათგან 9 კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე მათი კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს.

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი გადის მკურნალობას. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 107-ია, აქედან 37 გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი