კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1206-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 13-ით გაიზარდა და 987-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 7071 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ცნობისთვის, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 2-ის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი