ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით მესტიელი ქალი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მესტიელლი ქალი მოათავსეს. 

75 წლის ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში შეიყვანეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი