საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის საქართველოში, ჯამში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. მთლიანობაში, განკურნებულთა რაოდენობა სულ 1058-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7279 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 279.
ცნობისთვის, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 სოფელ ლენჯერში დაფიქსირდა.