კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 361 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი კვლავ 1098-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7235 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –302.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტიდან ერთი „ლენჯერის კლასტერია“, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევაა, 3-ის წყარო უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი