საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1429 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 1150 გახდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 255.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტიდან ერთის წყარო ლენჯერია, ერთი სამედიცინო პერსონალია, 4 შემოტანილი შემთხვევაა, 2 დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია.