მესტიის მუნიციპალიტეტში დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 აგვისტოს განაცხადა.
მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 10 აგვისტოს ჩაიკეტა. იმ დროისთვის მუნიციპალიტეტში ერთდროულად ვირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.