ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გარდაცვლილი პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას ორმხრივი პნევმონია და სხვა მძიმე დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ექვსი ადამიანია გარდაცვლილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი