ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.

ამჯერად ზუგდიდში წყალარინების სისტებმის მოწყობა გრძელდება. ახალი პროექტით, ზუგდიდში დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ქალაქ ზუგდიდში დამატებით 2 000-მდე ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

რვა ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულებმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დაასრულოს. მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 28 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე, წყალარინების სისტემაში ჩაერთვება სოფელი ინგირში კოლექტორის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

ქალაქ ზუგდიდში კანალიზაციის სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო,

ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა მიმდიანრეობს, შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და 54 000 ადამიანს 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

ასევე, ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს.
წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშოების დროს დაზიანებული გზების რეაბილიტაცია უკვე აქტიურად დაიწყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი