საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გდაფიქსირდა, რითაც ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2392-მდე მიაღწია.ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 1369 ადამიანს შეადგენს.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 5882 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.