ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 172 ადამიანისთვის ჩატარებული ტესტირების შედეგად, 52 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 63 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა, 17-ის კი, საშუალო სიმძიმის. ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 726-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულა რაოდენობა 192-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი