სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოკვლეული ნიმუშებიდან კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა.

შემთხვევებიდან 5 ოკუპირებულ აფხაზეთს მიეკუთვნება, დანარჩენი 4 კი ფოთში დაფიქსირდა.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიას თქმით, ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი, ერთი ოჯახის წევრი. ოთხივე მათგანი ბათუმის კლასტერიდან არის.

მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 691 პირს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება. ამ დროისთვის 500 ტესტის პასუხია ცნობილი, საიდანაც 491 უარყოფითია და ცხრა დადებითი.

ცნობისთვის, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 123 ადამიანი რჩება. რაც შეეხება რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, 60 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 გამოჯანმრთელდა და ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი