საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე აისახა. შესაბამისად, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-20 შემთხვევაა.

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. ის ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

გარდაცვლილი პაციენტი 60 წლის იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი