ზესტაფონი-ზუგდიდის სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან შვიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, მათგან სამი ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს განეკუთვნება, კიდევ სამი კი შპს „გორგიას“ სასაწყობე მეურნეობის დარაჯის კონტაქტია.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის ერთი ზესტაფონი-ზუგდიდის სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლია.

მალხაზ თორიას განმარტებით, კიდევ სამი ინფიცირებული ჩხოროწყუს მცხოვრებია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი