ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 სტუდენტს მერის სტიპენდია მიენიჭა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების კომისია გაიმართა. კომისიაზე 48 სტუდენტის სტიპენდიის განცხადება განიხილეს. ყველა სტუდენტმა დებულებით გათვალისწინებული ყველა პირობა დააკმაყოფილა. ისინი 9 თვის განმავლობაში მერის სტიპენდიას მიიღებენ.

კომისიის სხდომაზე შედეგების გამოცხადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და სტუდენტები დაესწრნენ.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, რათა ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. წელს თითქმის გასამმაგდა სტიპენდიანტების რაოდენობა, რაც მისასალმებელია. რაც უფრო წარმატებული და მოტივირებულია ახალგაზრდობა, მით მეტი შანსი აქვს ქვეყანას, გახდეს მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო. მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სფეროებში არსებულ გამოწვევებს უფრო სწრაფად დაგვაძლევინებს, მათი ცოდნა ძალიან გამოადგება როგორც ქალაქს, ისე მთელ ქვეყანას “– განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

2013 წლიდან დღემდე 242 ნიჭიერი ახალგაზრდა დაფინანსდა, მათ შორის, 3 სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდა. 2017 წლიდან კი 125 სტუდენტს მერის სტიპენდია მიენიჭა.

კომისიის სხდომა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით გაიმართა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი