ფოთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლაბორატორიაში პისიარ კვლევისთვის 8 პირის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი, საიდანაც 5-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა.