კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 78-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 აჭარაში მკურნალობდა. როგორც ენდელაძემ განაცხადა, გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„4 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, ოთხივე არის ქალი – 65, 76, 80 და 90 წლის. მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს“,- განაცხადა ენდელაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი