ზუგდიდში კორონავირუსი სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საავადმყოფოში სპეციალური ზომების მიღება არ იგეგმება. ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი ჩხოროწყუდანაა. რაც შეეხება სხვა დადასტურებულ შემთხვევებს, კორონავირუსი რეგიონში კიდევ 13 პირს გამოუვლინდა, მათგან ორის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში 231 პირია ინფიცირებული, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი