კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19857 -ს შეადგენს. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4726 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2817 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1672 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა, იმერეთში 372 ინფიცირებულია, აჭარაში – 193. რაც შეეხება სხვა რეგიონების მონაცემებს, როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გურიაში 21 შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27, ქვემო ქართლში -53, შიდა ქართლში -64, მცხეთა-მთიანეთში- 18, კახეთში-3, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში -9, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ასევე 9 შემთხვევა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევა არის 10182, მათ შორის 2817 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, საიდანაც თბილისში 1383 პირი ირიცხება, ხოლო აჭარაში 488.

კომენტარები

დატოვე კომენტარი