პრემიერი – უნდა გვესმოდეს, რომ შსს-ს ამოცანა აქვს დამნაშავე უმოკლეს ვადებში დააკავოს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდში, გუშინ, “საქართველოს ბანკზე” მომხდარი თავდასხმის მსხვერპლის გარეშე დასრულება, პირველი რიგის ამოცანა იყო, თუმცა მიღწეული შედეგი არაა საბოლოო. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი მდგომარეობა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანა იყო. რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, მძევლების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ეს პირველი რიგის ამოცანაა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავ სტრუქტურას სრულად აქვს ამოცანა დღეს, ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი, უმოკლეს ვადებში დააკავოს. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ -სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც შსს-მ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც მათ აქვთ ამ მიზნის მისაღწევად, უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშაულობის და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც მუშაობს შსს და საბოლოო შედეგის მიღწევამდე უნდა გააგრძელოს მუშაობა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი