თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე მკვლელობა მოხდა.
დაღუპულია შუახნის მამაკაცი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.