შიშისგან ტუჩებგათეთრებული შლეგი კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ წაგების ეშინიათ – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას შეფასებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებები იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას არჩევნებში წაგების ეშინია.

უგულავას თქმით, ხელისუფლება მსგავსი განცხადებებით ცდილობს დამალოს, რომ არჩევნებს აგებს.

„შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი ღლაპის, კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ წაგების და იგონებენ ყველა სისულელეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან ივანიშვილის მთავრობა გეგმავს ქვეყნის დაკეტვას იმისთვის, რომ მანიპულაცია მოახდინოს მეორე ტურზე. ეს არ არის განპირობებული ჩვენი ჯანმრთელობით, არამედ განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო შიშით. თუ ეს მოხდება, საერთოდ ჩამოიშლება ეკონომიკა. ამიტომ, დაუშვებელია, არჩევნების შემდეგ, ივანიშვილის მთავრობას ჰქონდეს შესაძლებლობა და მანდატი, ქვეყანა კვლავ ჩაკეტოს. ყველა იდიოტური განცხადება, რასაც დღეს, ხვალ და ზეგ მოვისმენთ, დაკავშირებული იქნება ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ „ქართული ოცნება“ აგებს და მეორე, უნდათ დამალონ, რომ ქვეყნის ჩაკეტვა სურთ, რათა შემდეგ არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინონ. ეს არ უნდა დავუშვათ, ამისთვის არის მნიშვნელოვანი აქტიურობა, სრული მობილიზაცია და 31-ში ივანიშვილის ჩამოშორება“, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი