მეორე ტურში მომიწევს ბატონი ჩიქოვანის დამარცხება – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი გიგი უგულავა, ვარაუდობს, რომ ზუგდიდში მეორე ტური გაიმართება.

“ზუგდიდში მაღალი ალბათობით, მაჟორიტარის ნაწილში გვექნება მეორე ტური. სამწუხაროდ, ხელისუფლების კანდიდატი გავა, როგორც სხვა ოლქებში იმიტომ, რომ ისინი არიან პარტიებზე მიბმული. საზოგადოებამ იცის, რომ მე ვიყავი ერთიანი მაჟორიტარის მომხრე, იმიტომ რომ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი პირველივე ტურში დაგვემარცხებინა. სამწუხაროდ, ეს სხვა პარტიებმა ჩაშალეს, უფრო სწორად “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის დროზე, მაგრამ ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ვფიქრობ, მეორე ტურში მომიწევს ბატონი ჩიქოვანის დამარცხება”, – განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნების გაყალბება სცადოს, ამიტომ მან მოუწოდა ამომრჩევლებს რომ მივიდნენ არჩევნებზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი